
რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა - ოთხივე ბრალდებულს გირაო შეეფარდა, თუმცა შუამდგომლობით 1 ბრალდებულისთვის 15 000-ლარიანი გირაო იყო გათვალისწინებული, დანარჩენ სამზე კი 10 000-ლარიანი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 5 ათასი ლარით ნაკლები გირაო შეეფარდათ.
საქმე ეხება კოვიდპანდემიის პერიოდში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის (220 ათას ლარზე მეტი) მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ სიყალბეს. გამოძიება პროკურატურამ ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის საფუძველზე დაყრდნობით დაიწყო. ბრალდებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ.
0
0
მუხრანში მკვლელობა მოხდა
24/01/2026