01/05/2023
19:51
სამართალი
მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის არგუმენტები სრულად გაითვალისწინა.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი 7-8 მარტს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე დააკავეს.
31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-იდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
0
0