-share.jpg)
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალტ-ინფოს ჯგუფის წევრს ფორმულას ჟურნალისტის, ელისო ჯარიაშვილის არასრულწლოვანი შვილის ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენება და ბავშვთან მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება აეკრძალა.
გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და ასევე, დამცავი ორდერი გამოსცა ბავშვის მიმართ.
როგორც PHR-ის იურისტები აცხადებენ, სასამართლოს მხრიდან ეს გადაწყვეტილება პრეცედენტულია.
ელისო ჯარიაშვილის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით სისტემის მხილება მოხდა და სამართლებრივი დავა გაგრძელდება.
"მიუხედავად არსებული სასამართლო კლანისა, მოსამართლემ ვერ გაბედა უარი ეთქვა ბავშვის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ არ გამოეცა შემაკავებელი ორდერი, იმიტომ რომ ეს იყო ნათელი მაგალითი, როგორ დაარღვიეს ძალადობრივმა ჯგუფებმა ბავშვის უსაფრთხოებაც კი. სასამართლომ შექმნა პრეცედენტი ჩვენი სარჩელით, საქმით და ამ გამარჯვებით, რომ ჰომოფობიური ჯგუფები გამოცხადდნენ მოძალადეებად. ეს არის ჩემი სამართლებრივი დავის მხოლოდ ერთი ეპიზოდი. დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრაციულად, სწორედ იმიტომ რომ მე წარმოვადგენ ფორმულას, ვარ კრიტიკული ჟურნალისტი, დემონსტრაციულად უარი მითხრა ბავშვის დაცვაზე. ყველა წითელი ხაზი გადალახულია, სისტემა ვამხილეთ ამ ერთი შედეგით.
გრძელდება სამართლებრივი დავა, ქვეყნის შიგნით რა შესაძლებლობებიც გვექნება ყველას გამოვიყენებთ თუ ამ ხელისუფლების პირობებში, თუ მათ შეცვლის შემდეგ. უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველას შვილს შეეძლოს წაიკითხოს ის, რაც უნდა, უსაფრთხოდ იცხოვროს და არ შეიზღუდოს არავის გამოხატვის თავისუფლებაც"- აცხადებს ჯარიაშვილი.
რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა ძალადობრივი და ჰომოფობიური შინაარსის ვიდეოკოლაჟი, სადაც ფორმულას თანამშრომლის შვილის ვიდეო კონტექსტის დარღვევით იყო გამოყენებული.
0
0