14/05/2023
15:05
სამართალი
სასამართლოს ნაწილშიც 12-დან ერთ-ერთი პუნქტი სათანადოდ იქნება შესრულებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი პირნათლად ასრულებს ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს. რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო რეფორმის ნაწილს, კობახიძის განცხადებით, გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და საბოლოო რედაქცია მსჯელობის შედეგად ჩამოყალიბდება.
„ჩვენ პირნათლად ვასრულებთ 12 პუნქტს. წარმოდგენილია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ გულდასმით გავეცანით ამ რეკომენდაციებს და ზედმიწევნით გავყვებით იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არის წარმოდგენილი. შესაბამისად, გადაისინჯება ის დოკუმენტი, რომელიც ინიცირებულია და სწორედ ამ მსჯელობის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. სასამართლოს ნაწილშიც 12-დან ერთ-ერთი პუნქტი იქნება სათანადოდ შესრულებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0