
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდებარეობა კვლავ საყურადღებო რჩება. ამჟამად წამყვანია ნეორომეტაბოლური სინდრომი. დავტოვეთ ჩვენი დასკვნა, გავსინჯეთ პაციენტი და შევისწავლეთ ახალი დოკუმენტაცია. გავაკეთეთ კონსულტაცია დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და გარკვეული მოსაზრებები, მკურნალობის კურსთან დაკავშირებით დავწერეთ კონსულტაციის სახით. ვფიქრობთ, შეხვედრა მოვითხოვოთ მკურნალ ექიმთან და სხვა კონსილიუმის წევრებთან, ვინაიდან მდგომარეობა არის საყურადღებო და საჭიროებს მულტიპროფილურ კორეგირებას.
ჩვენ დასკვნაში არის ჩამოთვლილი ის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ის კლინიკა სადაც გაგრძელდება სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია. ასეთი დაწესებულება საქართველოში არ ვიცით არის თუ არა - მოსაძებნია. პაციენტის კონსტიტუციური უფლებაა თავისთვის საუკეთესო სერვისი მიიღოს, ვინაიდან მდგომარეობა მძიმეა. სააკაშვილის პოზიცია ასეთია: იგი თანახმაა მკურნალობა-რეაბილიტაციაზე.
რეფიდინგის პროცესი არ არის ამოწურული, ამიტომ საყურადღებო დაგხვდა დღეს მდგომარეობა ნეირომეტაბოლური მდგომარეობით. სახალხო დამცველის და ჩვენი დასკვნა ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. სასამართლო პროცესებზე დასწრება არდასწრებას თავად მიხეილ სამაკაშვილი წყვეტს“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
0
0