
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 93 022.3 მლნ. ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი, 53.1 პროცენტიანი წილით გამოირჩევა თბილისი, შემდეგ მოდის აჭარის ა.რ 9.3 პროცენტიანი წილით, იმერეთი – 7.7 პროცენტიანი წილით, ქვემო ქართლი – 7.1 პროცენტიანი წილითა და სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5.5 პროცენტიანი წილით.
ამასთან, უწყების ანგარიშით, თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (23.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.9 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი). აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (14.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (9.5 პროცენტი). იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (11.4 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობას (10.1 პროცენტი) და განათლებას (9.8 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (16.1 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (14.1 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (9.6 პროცენტი).
0
0