08/05/2023
11:47
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული 21 წლის აქტივისტის ლაზარე გრეგორიადისის საქმეზე არსებითი განხილვის პროცესი გადაიდო. როგორს ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ აღნიშნა ამის მიზეზი საქმის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნაა.
"გადაიდება და აღარ ჩატარდება, იმიტომ, რომ , როგორც გავარკვიეთ საქმე არის გადაგზავნილი სააპელაციო სასამართლში. საქმე ფიზიკურად არ არის საქალაქო სასამართლოში, აქედან გამომდინარე სანამ სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვერ დაინიშნება პროცესი. ჩემმა კოლეგამ გაასაჩივრა და ელოდება გადაწყვეტილებას. ჰაბიტოპიური დასკვნის თანახმად დაუშვებლად ცნეს ეს დანიშვნა თვითონ, არსებითი განხილვები გაქვთ დანიშნულიო. შესაბამისად ჩემმა კოლეგამ გაასაჩვრა და ელოდება გადაწყვეტილებას".- აღნიშნა ბითაძემ.
ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
0
0