
“ჩვენ გვაქვს ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და გავაგრძელებთ აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას” - აცხადებს აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი.
დიპლომატი თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძეს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ის 30-წლიან სტრატეგიულ პარტნიორობას. ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებაზე საერთაშორისო ოპერაციებში.
"შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ. განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია, ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ამ კუთხით. " აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
0
0