
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ტროფიმოვმა თანამდებობა დატოვა.
„ჩემი მოგზაურობა ქართველების მიწაზე დასრულდა“, - წერს ის სტატიაში სახელწოდებით „ჩემი საქართველო: სიყვარულის მანიფესტი“, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „რუსულ კლუბში“.
ტროფიმოვი 2021 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის ინტერესების სექციას შვეიცარიის საელჩოში საქართველოში.
მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის გეგმავს საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელის შეცვლას, ამასთანავე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატის გამოწვევაზე საუბარი არ არის.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ დროს განაცხადა, ტროფიმოვის თანამდებობიდან წასვლა დაგეგმილი როტაციის ნაწილი იყო. ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი დადებითად აფასებენ ტროფიმოვის მიერ სექციის ხელმძღვანელის რანგში გაწეულ მუშაობას, რომელიც მან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობის მიზნით გაწია, წერს TASS.
0
0