
საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა 1.9 მლნ ერთეულს გადასცდა. კერძოდ, მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 1 912 866 ავტომობილია გაფორმებული.
მოსახლეობისა და ავტომობილების რაოდენობას შევაფარდებთ, გამოდის, რომ ახლა უკვე 1.9 კაცზე 1 მანქანა მოდის. 2024 წელს 2 კაცზე 1 მანქანა მოდიოდა, ხოლო, 10 წლის წინ, 3 კაცზე 1 ავტომობილი.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობამ 3 704 500 კაცი შეადგინა, 2024 წლის მდგომარეობით 3 694 600, ხოლო 10 წლის წინ, 2015 წელს, 3 721 916 იყო.
ამასთან, მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემით, ქვეყანაში 1 666 841 მართვის მოწმობაა გაცემული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილია, შემდეგ პოზიციებზეა TOYOTA, FORD-ი და VAZ.
0
0