08/11/2022
16:04
პოლიტიკა
საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს და რეალურად შეუძლებელია, რომ ვინმეს საქართველოში ეწოდოს პოლიტპატიმარი, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ნიკა გვარამიას შესახებ დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, კონკრეტული ადამიანების ბედის გადაწყვეტის სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხელისუფლება იღებს და „ნებისმიერი სახის სხვა ჩარევა არის ყოვლად მიუღებელი“.
"ცალკეულმა პირებმა ყოველთვის შეიძლება გამოხატონ უნდობლობა ან გამოაცხადონ ნდობა გარკვეული გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ აქსიომაა, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და არავის აქვს უფლება, რომ შეიტანოს მის სისწორეში ეჭვი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბატონი ნიკოლოზ გვარამია თუ სხვა ადამიანი, მას როდესაც აქვს განაჩენი და არ მოსწონს ის, შეუძლია გაასაჩივროს. მას შემდეგ, რაც ამოიწურება შიდასახელმწიფოებრივი შესაძლებლობები, არსებობს სტრასბურგის სასამართლო, რომელსაც შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ადამიანმა. მე არცერთ სასამართლო გადაწყვეტილებაზე არასდროს გამიკეთებია პოლიტიკური შეფასება. ამისთვის არსებობს სასამართლოს ინსტანციები როგორც ადგილობრივი, ისე ევროპული.
იმისთვის, რომ გახდეთ მოსამართლე, გჭირდებათ იურიდიული განათლება, შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურების გავლა - ევროპარლამენტარი არის პოლიტიკოსი და როდესაც პოლიტიკოსი აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას სჭირდება ამისთვის საკმარისი საფუძველი. პატივს ვცემ ჩემს პროფესიას და ძალიან მკაფიოდ ვიცი, რომ როდესაც ვინმე საუბრობს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ამაზე საუბრის უფლება აქვს ზემდგომი ინსტანციის მოსამართლეს - შეაფასოს ეს გადაწყვეტილებები", განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
0
0