10/05/2022
13:23
პოლიტიკა
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, რეგიონის სიტუაცია და საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა.
საუბარი შეეხო ასევე, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევის გზებს და გამოწვევებს დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით - განსაკუთრებით საარჩევნო, სასამართლო და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით.
გიორგი გახარიას მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ვინაიდან ევროინტეგრაცია არის საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტი.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ალექსანდრ ვინიკოვს რეფორმების მიმართულებით პარტიის ხედვები და ინიციატივები გააცნო.
0
0