03/06/2025
11:37

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.82 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები 22.5 პროცენტით მომატებულია ზეთსა და ცხიმზე. ბოსტნეული და ბაღჩეული 17.6 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო ყავა, ჩაი და კაკაო – 15.4 პროცენტით.
შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე ფასები 9.5 პროცენტითაა გაზრდილი, ხოლო პურსა და პურპროდუქტებზე – 8.4 პროცენტით. 8.0 პროცენტითაა გაძვირებული მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები. თევზეული 10.6 პროცენტით გაძვირდა. რძე, ყველი და კვერცხი – 6.9 პროცენტით, თევზეულიც – 6.9 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 2.2 პროცენტით. ამასთან, ფასები -4.7 პროცენტით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე.
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.2 პროცენტი), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (20.7 პროცენტი), დაზღვევა (8.7 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (2.7 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.54 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-7.4 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.7 პროცენტი)” – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
0
0