03/12/2022
22:28
პოლიტიკა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების საკითხებში დემოკრატიული პარტიის სენატორი ჯინ შაჰინი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ბოლო წლებში დემოკრატიის კუთხით უკუსვლა აქვს და აშშ ცდილობს, საქართველოს დახმარების გზები მოძებნოს.
სენატორი აცხადებს, რომ იმედი აქვს, საქართველოს ხელისუფლება გაატარებს იმ რეფორმებს, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვისაა საჭირო.
შაჰინის თქმით, აშშ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს და მნიშვნელოვანია აშშ-მ გააგრძელოს მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერაც.
ჯინ შაჰინმა სენატში კავკასიის შესახებ გამართული მოსმენისას მისი წინა განცხადებაზე, "ხომ არ იყო დრო საქართველოს მიმართ პოლიტიკისთვის გადაეხედათ" თქვა, რომ ეს მკაცრი განცხადება არ ყოფილა. შაჰინის აზრით, საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან უკუსვლის ფონზე აშშ-მა უნდა იფიქროს მხარდაჭერის იმ გზებზე, რაც ამ სიტუაციას შეცვლის.
სენატორი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს უკუსვლა არაა პროდუქტიული და "ვერ მიიყვანს მათ იქ, სადაც საქართველოს ხალხს სურს წასვლა".
ამერიკის ხმის ჟურნალისტის მხრიდან საქართველოში პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ანტიამერიკულ განცხადებებსა და ელჩებსა და დასავლელ პარტნიორებზე, მათ შორის თავად შაჰინზე თავდასხმის შესახებ კითხვაზე პასუხად სენატორმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-სა და საქართველოს შორის დადებითი ურთიერთობა შენარჩუნდეს. შაჰინის თქმით, ექსტრემისტების მიერ ყურადღების გაფანტვის მცდელობები არ უნდა დაუშვან.
0
0