საქართველოში ჩვენ ბოლომდე უნდა მივყვეთ დადგენილ რეფორმებს თანმიმდევრულად და სანდოდ - შარლ მიშელი
30/11/2021
15:52
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოში ჩვენ ბოლომდე უნდა მივყვეთ დადგენილ რეფორმებს თანმიმდევრულად და სანდოდ, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ კავშირს ამ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, ჩვენ ვრისკავთ, დავკარგოთ ის სადმე სხვაგანაც, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გახსნით ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას იმისთვის, რომ პარტნიორებს შორის თანამშრომლობაში მეტი ერთობლივი ძალისხმევა გაჩნდეს, მათ შორის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის. ეს ხელს შეუწყობს საერთო გამოწვევების დაძლევას, ასევე მდგრად ზრდასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება მათი საზოგადოებების მხარდაჭერისთვის, ხელს შეუწყობს პარტნიორებს და ბრიუსელს შორის კოორდინაციის გაძლიერებას,”- აღნიშნა შარლ მიშელმა.
0
0
415
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%