10-17 ივლისს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვა - ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, სადაც წერია, რომ ვიზიტის ფარგლებში უზრა ზეია საქართველოში შეხვედრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციული სამუშაოების, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ გამართავს. ის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წევრებს შეხვდება.
სახდეპი წერს, რომ ენტონი ბლინკენის მოადგილე ხაზს გაუსვამს "უცხოური გავლენის" კანონთან, სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასა და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას.
"ის ცხადად იტყვის, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და აშშ-ის შესახებ დეზინფორმაციამ ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობა დააზიანა. ასევე, მდივნის მოადგილე ხაზგასმით ისაუბრებს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქართველი ხალხის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და იმ დახმარების შესახებ, რომელიც საქართველომ შეერთებულ შტატებთან 32-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში მიიღო. ასევე, ის გაიმეორებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოების არსებობის მნიშვნელობას. ის ასევე შეხვდება სათემო ორგანიზაციებს, რომელიც დაარსებული იქნა რუსეთის მიერ, საქართველოს მუდმივი ოკუპაციის შედეგად დევნილი ქალების მიერ", - წერია სახდეპის პრესრელიზში.
მათივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, უზრა ზეია ერევანშიც ჩავა.
0
0