16/06/2023
15:49
პოლიტიკა
"საქართველოსგან შორს ხელი – თავი დაანებონ ამ ქვეყანას" - ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.
ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს გავახსენებ, რომ ევროკავშირი 3-4 დღეში ვაჭრობს იმდენს რუსეთთან, რასაც საქართველო წლის განმავლობაში. ეს არის ყველაზე მოკლე პასუხი, რაც შეიძლება ამ კითხვას გაეცეს, შესაბამისად, საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობრში დალაგებული მესიჯები და თავი დაანებონ ამ ქვეყანას და მისთვის რაღაცების დაბრალებას. ხან შავი ხვრელი იყო, მათი მესიჯებით საქართველო, ხან სანქციების თავის არიდებაში იყო მხილებული, მაგრამ ამდენი თვის განმავლობაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ დადო ვერავინ, რომ საქართველო ვინმეს მიერ, თუმცაც ერთი ადამიანის მიერ სანქციის გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული, ეს უბრალოდ მესიჯებია და უკვე წელიწად-ნახევარია მესიჯებად რჩება.
0
0