
“საქართველოს ხელისუფლებას არც ერთხელ არ უთქვამს, რომ გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, თუმცა მუდმივად დამცინავი ტონით საუბრობს უკრაინასა და მის ხელისუფლებაზე. ასე რომ, აქ ნეიტრალიტეტის მსგავსი არაფერია”, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ოფიციალურად მოქმედებს რუსული პროპაგანდისტული არხები, მათ შორის ქართულ ენაზე.
"საქართველოს ხელისუფლება არა მარტო ზელენსკის ადანაშაულებს, რომ მან თითქოს ჩემი გამოგზავნით სპეცოპერაცია ჩაატარა, რომ ომი გამეჩაღებინა, მაგრამ ბოლო დროს ისინი ასევე შეერთებულ შტატებსაც ადანაშაულებენ, რაც ვექტორს საკმაოდ ნათლად აჩვენებს," აღნიშნა საქართველოს ექსპრეზიდენტმა ინტერვიუში.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, “ომის იდეოლოგი” სერგეი კირიენკო.
"საქართველოს პოზიცია ომთან დაკავშირებით ნეიტრალური არ არის. ეს არ არის ნეიტრალური პოზიცია. ასეთ ომში არ შეიძლება იყოს ნეიტრალიტეტი. ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს სერგეი კირიენკო (რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე) თუ უკვე არ არის ჩამოსული, ის არის ამ ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას აპირებს. რუსი ჩინოვნიკები და პროპაგანდისტები გამუდმებით აქებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მე ვყავარ ციხეში. საქართველო ოფიციალურად ამოიღეს რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიიდან, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ნახევარი შედის...
და რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ თბილისში, პრეზიდენტის სასახლის წინ გახსნილ საშობაო სოფელს ოფიციალურად „რუსული სოფელი“ უწოდა?" აცხადებს სააკაშვილი.
0
0