საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ - ირაკლი ღარიბაშვილი
30/11/2021
13:29
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები აერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები არიან.
„ბრიუსელში ასოცირებული ტრიოს პირველ ვიზიტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ დავიდ მარია სასოლისთან. ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ. ჩვენი მიზანია დავწინაურდეთ ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
0
0
345
სიახლეები
ყველა
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%