06/04/2022
14:30
პოლიტიკა
საქართველოს საზღვრები ძალიან კარგად კონტროლდება. რაც ამ ქვეყანას დააბრალეს, მსგავსი რამ არც კი გაუფიქრებია ამ ქვეყანაში არავის, - ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო დღეებში ჩემთვის ასეთი კომუნიკაციის შესახებ არ არის ცნობილი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ასეთი კომუნიკაცია შეუძლებელი იყო. ჩემი აზრით წარმოუდგენელია კომუნიკაცია, შეძლება კონტრპროდუქტიულიც კი იყოს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვთხოვენ მტკიცებულებას. ეს იგივეა, რომ დაუშვათ „ნაცმოძრაობას“ ვინმემ დააბრალოს: „თქვენ ერთი საბარგული იარაღი მიაწოდეთ რუსეთს და სასწრაფოდ წარმომიდგინეთ მტკიცებულება, რომ ეს ასე არ არის“, - განაცხადა მდინარაძემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.
0
0