05/04/2022
19:25
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და ნატოს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
ილია დარჩიაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელს. ამასთან საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნატოს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ჯგუფთან საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით. მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
0
0