28/10/2024
13:39
პოლიტიკა
„საქართველოს საარჩევნო სისტემა ძალიან სანდოა და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლებოდა არჩევნები გაყალბებულიყო.“- ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა კონსტანტინ პაპასტერგიუმ რადიო „სივრცის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი საარჩევნო სისტემა ბევრ დემოკრატიულად განვითარებულ ქვეყანას შეშურდება.
„ინფორმირებული ვარ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. პოლარიზაცია აფერხებს პროგრესს. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს დღევანდელი საარჩევნო სისტემა ბევრ დემოკრატიულად განვითარებულ ქვეყანას შეშურდება. ქართველებს ბევრი საკითხი აქვთ მოსაგვარებელი, თუმცა საქართველოს საარჩევნო სისტემა ძალიან სანდოა და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლებოდა არჩევნები გაყალბებულიყო. ქართველმა ხალხმა უნდა გააგრძელოს წინსვლა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშაოს",- განაცხადა კონსტანტინ პაპასტერგიუმ.
0
0