
შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრაღაში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან:
სოზარ სუბარი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; ზვიად შალამბერიძე - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; ალუდა ღუდუშაური - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირმა ზავრადაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0