12/06/2023
18:47
პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში დაძლევს.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, ვეტოს დაძლევის საკითხზე დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.
„საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად, კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართვა ხორციელდებოდეს ის გამოწვევების შესაბამისად, რაზეც შემდეგ ხშირად არის ხოლმე საუბარი – დევალვაცია, ინფლაცია, ფასები და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია და უმრავლესობაც იზიარებს ამ პოზიციას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული, საბოლოოდ იქნა დღეს ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ. ერთადერთი განსხვავება, რაც არის ჩვენს პოზიციასა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის, ეს არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის საკითხი. სხვა განსხვავება არ არის. ამ ერთმა საკითხმა გამოიწვია კამათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა ამ საკითხზე არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან, ამიტომ საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
0
0