
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან განვიხილავთ მთავარ პრიორიტეტულ სფეროებს და საკითხებს, რაც დაგვჭირდება სამომავლო თანამშრომლობისთვის შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, -ამის შესახებ საქართველოში გაეროს ახალმა მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა მტავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო ხუთი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ მთავარი პრიორიტეტული სფეროები და საკითხები, რაც ჩვენ დაგვჭირდება სამომავლო თანამშრომლობისთვის შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში. ვთანხმდებით თანამშრომლობის ჩარჩოზე და შემდეგი ხუთი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება და სწორედ ამიტომ, ვანიჭებთ ამ თანამშრომლობასა და განხილვას დიდ მნიშვნელობას. შეხვედრის შედეგად, გამოიკვეთება ძირითადი პრიორიტეტები, რომლებსაც საქართველოს მთავრობასთან შევათანხმებთ, მოგვიანებით კი იქნება განხილვები დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა – აკადემიური წრეები, ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვა პარტნიორები და განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები. საბოლოო ჯამში, გაფორმდება თანამშრომლობის ჩარჩო და ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რათა ამ ყველაფერმა დადებითი შედეგები მოუტანოს საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა დიდიე ტღებიუკმა.
0
0