
შპს ,,საქართველოს მელიორაციაში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის - აგროინჟინერია, ნიადაგისა და წყლის სპეციალობა, სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს.
1 თვის განმავლობაში, სტუდენტები კომპანიის რეგიონულ სერვისცენტრებსა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
სტაჟირება შპს „საქართველოს მელიორაციასა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადების მხარდაჭერას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
კომპანიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საქართველოს მელიორაციის შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სტუდენტებმა სტაჟირების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც სერტიფიკატები გადაეცათ.
0
0