03/01/2025
15:13
მსოფლიო
პოსტსაბჭოთა სივრცეში მმართველობის საპარლამენტო სისტემამ არ აჩვენა თავისი საუკეთესო მხარე - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და მაგალითად საქართველო მოიყვანა.
„თქვენ უნდა დამეთანხმოთ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების საპარლამენტო სისტემამ ჯერ კიდევ არ აჩვენა თავისი საუკეთესო მხარე. ამ დასკვნას ამყარებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები“, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში
მანვე აღნიშნა, რომ „საპარლამენტო სისტემას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება“. თოყაევმა გამოთქვა რწმენა, რომ „ახლა და უახლოეს მომავალში მმართველობის საპრეზიდენტო ფორმა ყველაზე ოპტიმალურია ყაზახეთისთვის“.
მისი თქმით, სახელმწიფო ხელისუფლების სისტემის არჩევანი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელიც არ უნდა იქნას მიღებული გვერდით, არამედ მხოლოდ სახალხო რეფერენდუმის გზით.
ინტერვიუში პრეზიდენტმა უარყო ჭორები სახელმწიფოს მეთაურის ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობის შესახებ.
0
0