
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები.
რევაზ სოხაძემ ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ელჩს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის.
ალი ქაან ორბაიმ მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ინტერესების მქონე პროექტების განხორციელებაში.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამრთულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდა.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
0
0