
ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა ქ. პარიზში მიმდინარე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიაში და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის დროს, ვეტერინარული სისტემების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პანელურ დისკუსიაზე დავით სონღულაშვილმა საქართველოში ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შევხვედროდით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და მადლიერებას გამოვხატავთ, რომ მიიღეს ჩვენი მოწვევა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო მინისტრის ხედვა ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხებთან და აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიკურ დონეზე წამოჭრა, ისევე როგორც შეხვედრაში მინისტრის მონაწილეობა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მკაფიოდ უსვამს ხაზს აღნიშნული თემის მაღალ პრიორიტეტულობას“, - აღნიშნა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურა დირექტორმა ემანუელ სუბეირანმა.
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალური სესიის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრები გამართა ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის მინისტრ ლუის პლანას პუჩადესთან და იორდანიის სოფლის მეურნეობის მინისტრ საებ ხრესატთან. მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
დავით სონღულაშვილს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სესიაზე განხილული საკითხების მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე საუბარი ჰქონდა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრ ენი ჟენევარდსთან, ბაჰრეინის მუნიციპალიტეტებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ვალ ბინ ნასერ ალ მუბარაკთან და ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ აიდარბეკ საფაროვთან.
დავით სონღულაშვილთან ერთად საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი.
0
0