
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
„გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. მისი თქმით, არაერთი მასშტაბური ერთობლივი პროექტის განხორციელებით საქართველოს განათლების სისტემის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.
შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მიმდინარე მსხვილი პროექტების - „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა“ და „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q“ მიმდინარეობა განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა უმაღლესი განათლების მიმართულებით სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებულ უმაღლესი განათლების კონცეფციის მნიშვნელობას, რომლის მიზანია შრომის ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება.
შეხვედრის დასასრულს, როლანდ პრაისმა საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა გამოთქვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0