05/12/2022
20:29
პოლიტიკა
„საქართველომ იცის თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მომავალი არის ერთი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ეს ბრძოლა ისტორიული ბრძოლაა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მოვა დრო, როცა მოლაპარაკებების დრო დადგება.
„არის რთული პერიოდი, ჩვენთვის, პოლონეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. რუსეთმა აჩვენა თავისი სახე. 10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ. ამ 10 თვის განმავლობაში უკრაინელმა ხალხმა გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს ქვეყნის და თავისუფლების დაცვა. საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის თუ რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მომავალი არის ერთი.
ყველამ ვიცით, საქართველოს არ აქვს ის პოტენციალი, ჩაერთოს ამ ომში, ეს არც იქნებოდა სწორი. ჩვენ დავკარგეთ 33 ქართველი მებრძოლი და მათი ხსოვნა იქნება უკვდავი. ეს ბრძოლა არის ისტორიული ბრძოლა. დრო მოვა, როცა მოლაპარაკებების დრო დადგება. რუსეთი ან უნდა გადარჩეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს თავის საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე შეიჭრას“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
0
0
ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
20/10/2024