საქართველომ დააკმაყოფილა სომხეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნა, სომხეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაეცა მოქალაქე, რომელიც ძებნილი იყო Telegram-ის მეშვეობით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის ბრალდებით.
როგორც სომხეთის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, მოქალაქე გ.გ. ბრალდებულია დიდი ოდენობით კოკაინის, მეტამფეტამინის, LSD-ის, მარიხუანასა და MDMA-ს სხვა პირებთან ერთად გაყიდვაში 2019 წლიდან Telegram-ზე შექმნილი და ონლაინ მაღაზიების მეშვეობით; რომელიც განსაკუთრებით დიდი მასშტაბით ათეთრებდა ფინანსურ აქტივებს – 1 მილიარდ 155 მილიონ 518 ათასი დრამს (დაახლოებით 2,9 მილიონი აშშ დოლარი).
გენერალური პროკურატურის დავალებით, სომეხი პოლიციის თანამშრომლებმა გ.გ. ერევნში ჩაიყვანეს.
მანამდე საქართველოს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ 2023 წლის ორ თვეზე ნაკლებ დროში, საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 270 პირი დააკავეს, მათ შორის 27 ნარკორეალიზატორი.
0
0