
რუსეთის ტურების ოპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, არტურ მურადიანი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პირდაპირ ფრენებთან ერთად საქართველოში ავტობუსების ტურებიც განახლდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, TACC-ი ავრცელებს.
"პირდაპირი ფრენების პარალელურად, შესაძლებელია, საქართველოში ავტობუსების ტურებიც განახლდეს, რადგან ზემო ლარსის საზღვარი ახლა ღიაა". - თქვა მან.
მურადიანმა აღნიშნა, რომ წელიწადში 1 მილიონი ტურისტი შეიძლება გახდეს რეალური მაჩვენებელი, თუ რუსეთ-საქართველოს შორის საკმარისი რაოდენობის ფრენები შესრულდება, კვოტაზე შეზღუდვები მოიხსნება და სატრანზიტო ტურიზმი განვითარდება.
"საპაკეტო წინადადებები, ქართულ კომპანიებთან სახელშეკრულებო ურთიერთობების განახლება და ერთობლივი შემოთავაზებების ფორმირება - ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საფუძველი გახდება, რაც დაასტაბილურებს ფასებს და გაზრდის ტურისტულ ნაკადებს ორ ქვეყანას შორის". - თქვა მურადიანმა.
0
0