
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის კითხვაზე მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა 👇
✔️ 23% მტკიცედ უჭერს მხარს
✔️ 25% ნაწილობრივ მხარს უჭერს
✔️ 12% ნაწილობრივ წინააღმდეგია
✔️ 34% კატეგორიულად ეწინააღმდეგება
✔️ 25% -მა არ იცის/უარს ამბობს პასუხზე
ინფორმაციისთვის, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ.
მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
0
0