-share.jpg)
საქართველოს ელჩი ნატოში ვიქტორ დოლიძე ალიანსის საიუბილეო სამიტის პირველ დღეს აფასებს. მან განმარტა რა საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ.
„გვქონდა შეხვედრა ჩვენს რეგიონში ნატოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან, რომელზეც ვისაუბრეთ ყველა თემაზე, მათ შორის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, ამ შესაძლებლობების გამოყენებაზე, ისევე როგორც პოლიტიკურ კონტექსტზე და ჩვენი მომავალი წევრობის თვალსაზრისითაც განვიხილეთ სხვადასხვა თემა.
საქართველო რჩება ნატოს ფუნდამენტურ, ყველაზე ახლო პარტნიორად და ღირებულ საყრდენად, როგორც რეგიონში, ასევე ევროატლანტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა დოლიძემ.
ილია დარჩიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას გუშინ შეხვდა, დღეს კი მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
0
0