-share.jpg)
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრასთან გამართავენ.
როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე აღინიშნება, რომ საქართველო ნატო-სგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება წევრობის გზაზე.
„დღეს, ჩვენ შევხვდებით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ვისთანაც საუბარი გვექნება ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ იმას, რომ საქართველო ნატო-სგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება წევრობის გზაზე. ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენგან მზადყოფნა ნატო-ს წევრობაზე არის, რაც არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაც. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზას და მარშრუტს იმისას, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მონაწილეობით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.
0
0