საქართველოში განვითარებული მოვლენები არ შეესაბამება მის მისწრაფებებს, გახდეს ნატო0ს წევრი. - ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხებში დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-სთან დაშორება გრძელვადიანია.
„სამწუხაროდ, ბოლო თვეებში საქართველომ არასწორი გზა აირჩია ევროატლანტიკურ მომავალთან მიმართებაში“, - აღნიშნა მან.
„როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების დევნას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, ადამიანის უფლებებს, ეს არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, განმარტა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის დათქმები არ შემოიფარგლება ე.წ. „რუსული კანონით“, რომელსაც შემოაქვს ტერმინი „უცხოური აგენტები“ დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან მიმართებაში.
0
0