13/06/2023
11:53
პოლიტიკა
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ანტონიო ტაიანი აცხადებს, რომ საქართველო, მოლდოვა და ევროპის სხვა ბევრი ქვეყანა უფრო დიდი რისკის ქვეშ დადგება, თუ დასავლეთი უკრაინის დახმარებას შეწყვეტს.
ამის შესახებ ანტონიო ტაიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ უნდა მივყვეთ პროცესს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რომ უკრაინა NATO-ს მოქმედი წევრი გახდეს. ჩემი აზრით, პირველი ქმედითი ნაბიჯი, რომელმაც ამ მიმართულებით შეიძლება წაგვიყვანოს, იქნება უკრაინასთან ერთად, ნატოს ერთგვარი საბჭოს შექმნა. ეს პირველი ნაბიჯი იქნებოდა უკრაინისთვის, ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
რაც შეეხება კონტრშეტევას, ვიმედოვნებ, რომ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს მშვიდობისკენ ნაბიჯების გადადგმას, რადგან ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. უკრაინას იმიტომ ვეხმარებით, რომ მშვიდობა გვინდა, რადგან უკრაინას რომ არ დავეხმაროთ, მას დაიპყრობენ და მაშინ, გაცილებით დიდი საფრთხე დაემუქრება ევროპას - საქართველო, მოლდოვა და ბევრი სხვა სახელმწიფო დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან. ამას თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად ვაკეთებთ, თუმცა, ჩვენ მშვიდობა გვინდა. ასე რომ, თუ ეს კონტრშეტევა ხელს შეუწყობს იმას, რომ რუსები უკრაინიდან გავიდნენ, ესე იგი, ეს უკრაინას თავისუფლებას დაუბრუნებს“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0