
საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატოს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა დაიწყო. თუმცა, ოფიციალურად განაგრძობს ევროპული გზის ერთგულების გამოცხადებას.
ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა „ევროპეისკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კასიანოვმა გაიხსენა, რომ საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის და ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი. გარდა ამისა, ევროატლანტიკურ მისწრაფებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რასაც არც უარყოფს და არც ადასტურებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება.
„თუმცა, რეალურად გვაქვს ის, რომ ქვეყანა, რომელიც განაგრძობს თანმიმდევრულ მოძრაობას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ თავისი პოლიტიკოსების განცხადებებში, დაიწყო სხვა მიმართულებით სვლა. ეს აშკარა უგულებელყოფაა ჩვენი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისა. ეს ჩვენთვის აშკარა ფაქტია, რაც წარმოადგენს ევროკავშირის სანქციების მესამე პაკეტის დარღვევას“, - განაცხადა კასიანოვმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების განზრახვები, აღადგინოს პირდაპირი ფრენები რუსეთში, ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას, რომელმაც დახურა ფრენები უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ.
„რუსეთის ფედერაციის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე დატოვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. გამოიყენება მთავარი არგუმენტი - ეს ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას საფუძვლად უდევს ისეთი საკითხები, როგორებიც არის სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის მთავარი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ” - განაცხადა კასიანოვმა.
0
0