
საქართველო ამ ანგარიშებში იქნებოდა მოწინავე პოზიციებზე, თუ ვივამედიდან - სააკაშვილს გამოვუშვებდით დეკრეტულ შვებულებაში, გავაუქმებდით ყველა არჩევნების შედეგებს - 2012 წლიდან მოყოლებულს. რუსეთს - ეკონომიკურ სანქციებს გამოვუცხადებდით და ავიადარტყმებს მივაყენებდით მის საოკუპაციო ნაწილებს...ოღონდ - საქართველო მოკვდებოდა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
ქართველი გამოეხმაურა "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის პოსტს, სადაც რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკომისია კანდიდატი ქვეყნების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ხვალ გამოაქვეყნებს, სადაც საქართველოს საშინელი შეფასება ექნება.
"საქართველო ამ ანგარიშებში იქნებოდა მოწინავე პოზიციებზე, თუ კი ყოველგვარი გამჭვირვალობის, აუდიტისა და მიზნობრიობის განსაზღვრის გარეშე დატოვებდა უცხოეთიდან შემოსულ ფინანსურ ნაკადებს. საქართველოს ხვალვე მიიღებდნენ ევროკავშირის წევრად, თუ კი ჩვენ გავაუქმებდით არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კანონებს, შევქმნიდით მათთვის სქესის შეცვლის პროგრამას, კვოტებს გავხსნიდით საჯარო სექტორში ლგბტ-თემის წარმომადგენლებზე, დავაკანონებდით ერთსქესიან ქორწინებებს. ხოლო ქვეყნის პატრიარქად დოროთე ყურაშვილს თუ ავირჩევდით - EU-ს დედაქალაქი ბრიუსელიდან თბილისში გადაინაცვლებდა. იუსტიციის საბჭოს საპატიო თავმჯდომარედ - ჯო უილსონს ავირჩევდით. ორბელიანების სასახლეში - სალომე II-ს დავაბრუნებდით. ვივამედიდან - სააკაშვილს გამოვუშვებდით დეკრეტულ შვებულებაში (მორიგი ბავშვის გაზრდის მიზნით). გავაუქმებდით ყველა არჩევნების შედეგებს - 2012 წლიდან მოყოლებულს.
რუსეთს - ეკონომიკურ სანქციებს გამოვუცხადებდით და ავიადარტყმებს მივაყენებდით მის საოკუპაციო ნაწილებს. აი მაშინ - ევროკავშირის ანგარიშებში საქართველოს გასწვრივ "თერიბლეს" მაგივრად "ექსელენსი" გაჩნდებოდა. ოღონდ - საქართველო მოკვდებოდა. აი ამას კი ვერ ვაღირსებთ. ესე შეაზიზღო საკუთარი თავი - ამას სააკაშვილის მმართველობის დროსაც ვერ მიაღწიეს. ფიზიოლოგიურ ზიზღის დონემდე შეძლეს. ბრავო! ნუ...უკრაინის და მოლდოვას "წარმატებები" - ეს უკვე ევროფაღარათის თემაა..."- წერს ქართველიშვილი.
1
0