18/05/2023
12:46
სამართალი
საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი იმართება. დღეს არსებითი განხილვა იწყება. მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. ადვოკატის ინფორმაციით, მტკიცებულებებთან დაკავშირებით საქმე სააპელაციო სასამართლოშია გადაგზავნილი.
საუბარია მათ შუამდგომლობაზე, რომლის მიხედვითაც, ალტერნატიული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარემ კი მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, მან ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართულებით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაშიც.
0
0