26/12/2023
10:14
მსოფლიო
სერბეთის დედაქალაქში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც მიმდინარე თვეში ჩატარებული არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.
ამავე ცნობით, სერბეთის პოლიციამ აქციაზე მინიმუმ 38 ადამიანი დააკავა.
პოლიციის მაღალჩინოსანმა ივიკა ივკოვიჩმა განაცხადა, რომ დაკავებულებს ბრალად ედებათ ძალადობრივი ცვლილების წახალისება, ხელისუფლების დამხობის მცდელობა. მან დასძინა, რომ არეულობის დროს რვა ოფიცერი დაშავდა, მათ შორის მძიმედ.
აქციის მონაწილეებმა მერიის მთავარ შესასვლელთან მინები ჩაამსხვრიეს, ხოლო ამის შემდეგ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
„პოლიცია მზად არის და შეუძლია დაუპირისპირდეს ძალადობის ნებისმიერ აქტს“, - განაცხადა ივკოვიჩმა.
ოპოზიციამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს და მის მხარდამჭერებს სცემეს.
0
0