საპროკურორო საბჭოსაპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს. მოსმენა დღეს განახლდება. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული და მასზე კიდევ 2 კანდიდატს მოუსმენენ. პროცესი ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.
საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ კანდიდატებად წარმოდგენილ პირებს კენჭს ფარული წესით უყრის და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს შეარჩევს. საპროკურორო საბჭო სამი კანდიდატიდან მხოლოდ ერთს აარჩევს, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.
გასულ კვირას ოთხ კანდიდატს - ლალი ბუნტურს, დარეჯან ბუცხრიკიძეს, ვიქტორ ახალბედაშვილსა და დავით ბარბაქაძეს უკვე გაესაუბრნენ.
0
0