
საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს, რომელიც თავის დროზე აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა.
„ა.წ. 27 თებერვალს აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ჟურნალ „მოსახლეობის ეკონომიკა“-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა.
„მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ, აამაღლონ ერების ნაყოფიერება“, – ნათქვამია პოსტში, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს.
გთავაზობთ აღნიშნული კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს“, – წერია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.
ამასთან, საპატრიარქოს ცნობით, დღეისთვის ილია მეორის ნათლულთა რიცხვი 48 000-ზე მეტია.
შეგახსენებთ, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა კვლევა მიმდინარე წლის 27 თებერვალს გააზიარა.
0
0