
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაზარდა საქართველოში შობადობის მაჩვენებელი პატრიარქის ინიციატივამ მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების მონათვლის შესახებ.
,,დემოგრაფმა ლაიამან სტოუნმა შესანიშნავი ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ შობადობის წამახალისებელმა პოლიტიკამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში განაპირობა შობადობის 42%-იანი ზრდა, ხოლო 100%-იანი ზრდა - მესამე და მეტი შვილის გაჩენაში. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ აამაღლონ ერების ნაყოფიერება!,’’ – წერს ილონ მასკი.
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, 2008 წელს, ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, რომლის თანახმად, მშობლების სურვილის შემთხვევაში, იგი ჯვარდაწერილ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლია ხდება.
ცნობისთვის, დაახლოებით 70-ზე მეტი ნათლობის შემდეგ, ნათლულთა რაოდენობა 50 ათასამდეა.
0
0