საპარლამენტო არჩევნებისთვის „ლელომ“ სახელი გადაირქვა. სახელის შესაცვლელად პარტიას რეესტრში თითქმის ერთთვიანი პერიოდი დაჭირდა.
„ლელო საქართველოს“ ნაცვლად პარტიის ოფიციალური დასახელებაა „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
სახელის შეცვლა „ლელოს“ 2023 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კანონში შეტანილი ცვლილებების გამო დასჭირდა. პარლამენტმა შეზღუდა პარტიები და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა მხოლოდ იმ სახელებით, რომელიც რეესტრშია დაფიქსირებული.
იმის გამო, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით ტარდება და აკრძალულია ბლოკების შექმნა, პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ ერთიანი სიით იყარონ კენჭი.
„ლელო“ ამ არჩევნებში პარტია „ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანთან“ ერთად იყრის კენჭს - ახალ დასახელებაში სწორედ მათი სახელებია შესული. კოალიციაში შედის ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეებიც", თუმცა ეს სახელწოდება პარტიის სათაურში არ ჩანს.
დასახელების შეცვლის მოთხოვნით რეესტრს უკვე მიმართეს „ახალის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. მათი მოთხოვნა ჯერ დაკმაყოფილებული არ არის.
0
0