18/05/2022
19:40
პოლიტიკა
საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ისეთი მარცხი განიცადეს, რომელიც რუსეთს სხვადასხვა ომებში ათწლეულების მანძილზე არ უნახავს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთით, უკრაინის ტერიტორია გათავისუფლებულია და ისინი ხარკოვის რეგიონს იბრუნებენ.
„ჩვენი სახელმწიფოს ჩრდილოეთ რეგიონის ტერიტორია უკვე გათავისუფლებულია. ჩვენ ხარკოვის რეგიონს ვიბრუნებთ. დონბასში, ჩვენი სახელმწიფოს დამცველები ოკუპანტების ყველაზე სასოწარკვეთილ მცდელობებს იგერიებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ჯარების შეტევებს ერთდროულად იგერიებენ სამხრეთში. ჩვენ ვიცავთ ზაპოროჟიეს, მიკოლაევს, ოდესას და ჩვენ გვახსოვს ყოველი ქალაქი და ყოველი დასახლება, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ: დროებით ოკუპირებული და რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ყირიმი. საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ისეთი მარცხი განიცადეს, რომელიც რუსეთს სხვადასხვა ომებში ათწლეულების მანძილზე არ უნახავს. სახელმწიფო პროპაგანდით მოწამლულმა ბევრმა რუსმა ეს უბრალოდ ჯერ არ იცის. მათ არ სურთ დაინახონ, რამდენად დიდია მათი დანაკარგი, ამ სიტყვის სხვადასხვა მნიშვნელობით, ხალხი, ეკონომიკა, კულტურა, მომავალი, მაგრამ ცხოვრება მათ ამ დანაკარგს აგრძნობინებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0