16/01/2026
16:17

სანქციებმა ეკონომიკა დაანგრია, დროა გერმანიაში რუსული ენერგოპროდუქტები დავაბრუნოთ.- განაცხადა ალის ვაიდელმა პარტია AfD-ის ლიდერმა.
„ცვლილებების გარეშე. ჩვენ სრულიად ნათლად ვაცხადებთ: ღია არხები ყველა მხარესთან! ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია გერმანიაში, რომელსაც შეუძლია დიალოგი აწარმოოს როგორც რუსეთთან, ისე აშშ-თან და ჩინეთთან. ჩინეთი, ამასთანავე, აშშ-ის შემდეგ გერმანიის უმნიშვნელოვანესი საგარეო-სავაჭრო პარტნიორია.
ხელისუფლებაში ყოფნისას ჩვენ ასევე ვისწრაფებდით იმისკენ, რომ კვლავ მიგვეღო ნავთობი და გაზი რუსეთიდან, რადგან ეს ყველაზე იაფი ვარიანტია და, შესაბამისად, ჩვენი მრეწველობის ხელახლა ამოსუნთქვის საშუალებას მოგვცემდა. რადგან მთელი ჩვენი ბიზნესმოდელი უბრალოდ განადგურდა „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებისა და სანქციების პოლიტიკის გამო. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით ახლა ასეთ სავალალო მდგომარეობაში“.- განაცხადა ვაიდელმა.
0
0
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
16/01/2026