
სანქტ-პეტერბურგში, კრონშტადტის, კიროვისა და კრასნოსელსკის რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურული ობიექტები გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს, გამთენიისას კრონშტადტის, კიროვისა და კრასნოსელსკის რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურული ობიექტები უკრაინელი ნაცისტების უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის ქვეშ მოექცა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მსხვერპლი არ არის“, – აცხადებენ სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
პრესსამსახურის ცნობით, დაზიანებულია რამდენიმე ობიექტი და ამჟამად თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, მუშაობს ოპერატიული შტაბი, რომელსაც სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი ხელმძღვანელობს, ყველა შესაბამისი ძალა და საშუალება კი მზადყოფნაშია მოყვანილი.
მანამდე, უკრაინულმა მედიამ „ტელეგრამ არხებზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქტ-პეტერბურგში ათობით დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და ნავთობტერმინალი იწვოდა. წერდნენ იმასაც, რომ პულკოვოს აეროპორტში ათზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო.
0
0
მამაკაცმა ყოფილი მეღლე დაჭრა
03/06/2026