24/04/2024
14:58
მსოფლიო
კანადის მთავრობამ კორპორაცია Airbus-ს ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებაში რუსული ტიტანის გამოყენების უფლება მისცა, იმის მიუხედავად, რომ ოტავამ ტიტანის მწარმოებელ რუსულ კომპანიას „ВСМПО-Ависма“ სანქციები დაუწესა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
„Airbus-ი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ კანადის მთავრობამ „ВСМПО“-ს სანქციები დაუწესა და მიიღო აუცილებელი ნებართვა მიღებული სანქციების პირობებში Airbus-ის ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ასე უპასუხეს კორპორაციაში სააგენტოს ჟურნალისტების კითხვებს.
მათ არ დაუზუსტებიათ რა სახის ნებართვებზეა საუბარი და რამდენი ხანი იმოქმედებს ისინი. კანადის მთავრობას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
2022 წელს Airbus-ში განაცხადეს, რომ რუსულ ტიტანზე უარის თქმას რამდენიმე თვეში აპირებდნენ. Reuters-ის წყაროს ცნობით, კომპანია ამერიკასა და იაპონიაში აპირებდა შესყიდვების გაზრდას, თუმცა აზუსტებდნენ, რომ აეროკოსმოსური სტანდარტების გამო, ახალი მიმწოდებლის სერტიფიცირების პროცესი შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.
რაც შეეხება სანქციებს, კანადამ ისინი „ВСМПО-Ависма“-ს 2024 წლის თებერვალში დაუწესა. ანალოგიური სანქციების დაწესებას ევროკავშირიც აპირებდა, მაგრამ ამის წინააღმდეგ არაერთი ევროპული კომპანია, მათ შორის Airbus-ი გამოდიოდა.
მარტში The Washington Post-მა დაწერა, რომ უკრაინაში ომის 2 წლის განმავლობაში, დასავლურმა კომპანიებმა რუსეთისგან ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ტიტანი შეისყიდეს.
0
0
მასწავლებელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ
05/05/2024